თეგი: რუსული დეზინფორმაცია

კელი დეგნანი: ის რომ, თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, ის განცხადებები, რომ თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა. „30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და თანამშრომლობს საქართველოსთან, ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის. ყველა ჩვენი პროექტი თუ პროგრამა რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იმისაკენ, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის სურვილი, რაც გახლავთ NATO-სა და ევროკავშირი ინტეგრაცია. ეს უნდა ქართველ ხალხს და სწორედ ამას ვუჭერთ მხარს, რომ ქართველმა ხალხმა და ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებას მის ევროპულ მისწრაფებებში“, - აღნიშნა დეგნანმა. ამასთან, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს ომი არცერთ ქვეყანაში არ სურს. ვიდრე უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, აშშ ყველაფერს აკეთებდა ამ კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად. „ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია. ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე, იმიტომ, რომ აშშ-ს ყველაზე მეტად უნდა, რომ უკრაინაში ომი შეჩერდეს. აშშ ყველაფერს აკეთებდა, რომ ვიდრე საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ომი თავიდან აეცილებინა. ამისთვის აშშ-მ დიდი მუშაობა გასწია. ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვინდა რომელიმე ქვეყანაში იყოს ომი. ზოგადად, ევროკავშირი და NATO არიან ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, წარმატებასა და მშვიდობას. სწორედ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის მშვიდობის გარანტი. ზუსტად ეს გვინდა ჩვენ, ზუსტად ეს უნდა ქართველ ხალხს და სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ სრულიად ერთგულნი საქართველოს ამ მისწრაფებების - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის“, - აღნიშნა დეგნანმა.  

სენატორი შაჰინი: ეს არის მეთოდები სახელმძღვანელოდან, რომელსაც პუტინი ხშირად იყენებს. მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, მტკიცედ შეეწინააღმდეგონ საშიშ დეზინფორმაციას

სენატორი ჯინ შაჰინი ანტი-ამერიკულ კამპანიას პრო-რუსულ ძალებს უკავშირებს და აცხადებს, რომ დეზინფორმაცია და გავლენის სხვა ოპერაციები, რუსული სახელმძღვანელოთი წარმოებული უკვე გამოცდილი მეთოდია. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრები უნდა იყვნენ ის წამყვანი ძალა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთბებში უნდობლობის დათესვის მცდელობებს შეეწინააღმდეგება. სენატორები: ელჩზე თავდასხმები უნდა შეწყდეს და პოლარიზაციის დასამთავრებალდ კეთილსინდისიერი დიალოგი გაიმართოს მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, მტკიცედ შეეწინააღმდეგონ ამ საშიში დეზინფორმაციის გავრცელებას მათ მიერ, ვისაც სურს საქართველოში დემოკრატიის და მასთან ერთად, ქართველი ხალხის უფრო სამართლიანი და თანასწორი მომავლის შექმნის ჩავარდნა. ეს არის იგივე არაორიგინალური მეთოდები სახელმძღვანელოდან, რომელსაც პუტინი ხშირად იყენებს. საქართველოს კანონმდებლებმა უნდა შეასრულონ წამყვანი როლი უთანხმოების და უნდობლობის დათესვის მცდელობებთან ბრძოლაში. შეერთებული შტატები რჩება ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდაჭერის ერთგული, რათა საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი: კრემლი ქმნის და ავრცელებს დეზინფორმაციას, რათა უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ნამდვილ ქმედებებზე ხალხში დაბნეულობა და შიში დანერგოს

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ნამდვილ ქმედებებზე შიშის დანერგვის მიზნით, კრემლი ქმნის და ავრცელებს დეზინფორმაციას. შესაბამისი ამონარიდი განცხადებიდან საელჩომ გაავრცელა. „იმისთვის, რომ უკრაინაში, საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში რუსეთის ნამდვილ ქმედებებზე ხალხში დაბნეულობა და შიში დანერგოს, კრემლი ქმნის და ავრცელებს დეზინფორმაციას. დეზინფორმაციის განიარაღება ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა“, - წერია ტექსტში. მისივე თანახმად, სიმართლე განაიარაღებს რუსეთის დეზინფორმაციის მანქანას.  

უკრაინა განმარტავს, რა მეთოდებს იყენებს რუსეთი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი მიზნების მისაღწევად

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი მიზნების განსახორციელებლად იძულების ტაქტიკას მიმართავს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი იუწყება, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა მეთოდით მანიპულირებს. მაგალითად, ზაპოროჟიელს ოლქში პენსიები და სხვა სოციალური შეღავათები, რუსული პასპორტის მიღების გარეშე არ არის გათვალისწინებული.  ამასთან, ლუგანსკის ოლქის ახალგაზრდა მცხოვრებლებს (14-18 წლის) აკავებენ და ოჯახის წევრის მხრიდან ფრონტის ხაზზე ბრძოლაზე თანხმობის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. ხერსონში კი, დეზინფორმაციის კამპანია ტარდება, სადაც ამტკიცებენ, რომ „მასწავლებლები რუსეთის გეგმებს ენთუზიაზმით უყურებენ“. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს 25 აგვისტოს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ჩასატარებლად ემზადება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

კელი დეგნანი: ვაშინგტონიდან მივიღე კითხვები იმ პირთა მოტივების შესახებ, რომლებიც რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ შეთქმულების თეორიებს იმეორებენ

დასაფასებელია, რომ პრემიერმა თავისი პოზიცია გამოხტა, ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი განაცხადა. „უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირებში, მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ. თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ, აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ. ნამდვილად დასაფასებელია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა თავისი პოზიცია გამოხტა ამის შესახებ. ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია. ამგვარი კონსპირაციული თეორიების განმეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს აჩენს ქართველებსა და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას ამ მიმდინარე თავდასხმების უკან, - აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში.   

მედია: ბულგარეთში 370 პრორუსული პროპაგანდისტული ვებგვერდი გამოავლინეს

სოფიაში დაფუძნებული სოციალური კვლევების ფონდის ანალიზმა გამოავლინა 370 ვებგვერდი, რომლებიც ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას, წერს Euractiv 20 ივნისს. „2022 წელს რუსული პროპაგანდა მძლავრად გავრცელდა ბულგარეთის ონლაინ სივრცეში. 2021 წელთან შედარებით, 2022 წლის ბოლოს ის თითქმის 20-ჯერ გაიზარდა“. დეზინფორმაციული აქტივობები დაიწყო მცირე ქსელით, რომელიც გავრცელდა სულ მცირე 370 ვებგვერდზე. ეს ზრდის თითოეულ შეტყობინებაზე წვდომას დაახლოებით 400-ჯერ, ასკვნის ანალიზი. ცნობილია, რომ მოსკოვი იყენებს საინფორმაციო ომის ინსტრუმენტებს, დეზინფორმაციასა და პროპაგანდას, რათა შეარყიოს უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა მიმდინარე შეჭრის დროს. 2022 წლის ოქტომბრიდან ESTAT-ის მიერ ბულგარეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა დაახლოებით 67.5%-მა განაცხადა, რომ ბულგარეთმა უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის მიმართ.   დაახლოებით 16,3%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას, ხოლო 8,6%-მა განაცხადა, რომ რუსეთს უნდა დაუჭიროს მხარი. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის პრეზიდენტი, რუმენ რადევი აკრიტიკებდა უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხს, მედიის ცნობით, მთავრობა კიევს იარაღს აწვდიდა მესამე მხარის დახმარებით. ახლახან დანიშნულმა მინისტრთა კაბინეტმა გამოავლინა ინტერესი, შეუერთდეს ევროკავშირის ძალისხმევას, კიევს მიაწოდოს 2,2 მილიარდი დოლარის ღირებულების საარტილერიო ჭურვები.  

DW: გერმანიის შსს შეშფოთებულია რუსული დეზინფორმაციის მასშტაბით

გერმანიის შს სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი სოციალური მედიის საშუალებით ნაცნობი ნარატივების გავრცელებას აგრძელებს. კერძოდ, ყალბი ანგარიშები იქმნება უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ოფიციალური პირის თქმით, დეზინფორმაციისთვის განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება სოციალური ქსელები, როგორიცაა Telegram. დეზინფორმაციის მასშტაბი „ბოლო 12 თვის განმავლობაში რუსული დეზინფორმაციის მასშტაბები საერთოდ არ შემცირებულა,” - თქვა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და დაამატა, რომ მისი დეპარტამენტი კვლავ სერიოზულად ეკიდება „გარე გავლენისა და მანიპულაციის საფრთხეს”, ასევე, მკაცრად ეწინააღმდეგება მათ. ოფიციალური პირის თქმით, დეზინფორმაციის გამავრცელებელი აქტორები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ გერმანიაში საზოგადოებრივ აზრზე, გაზარდონ კონფლიქტები გერმანულ საზოგადოებაში და უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მთავრობის ქმედებების მიმართ. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების დღიდან, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსული დეზინფორმაცია გერმანიაში გაძლიერდა,“ - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.  

ევროკომისიის ანგარიში: 2023 წელს სოციალურ ქსელებში რუსული დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს, სოციალურ ქსელებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ზეგავლენის დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა. ამის შესახებ BBC წერს. კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური კომპანიები რუსულ დეზინფორმაციას ვერ უმკლავდებიან. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ რუსული დეზინფორმაციის რაოდენობა Twitter-ზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც ის მილიარდერმა, ილონ მასკმა შეისყიდა და ამ სოციალური ქსელის უსაფრთხოების სტანდარტები გააუქმა. ამასთან, „კრემლის მხარდამჭერ ანგარიშებს კვლავაც აქვთ წვდომა დიდ აუდიტორიასთან Meta-ს პლატფორმებზე. ხოლო Telegram-ზე ასეთი ანგარიშების აუდიტორია სამჯერ არის გაზრდილი.“  

ზელენსკი მოუწოდებს მსოფლიოს, ებრძოლოს რუსულ დეზინფორმაციას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია დიდ ინვესტიციას დებს ძლიერ დეზინფორმაციულ კამპანიებში, რათა გაიყოს ცივილიზებული სამყაროს ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. შესაბამის შეკითხვას ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება უკრაინის დახმარებას, ჩვენ ყველა ქვეყანასთან ვმუშაობთ. მე მესმის, რომ რუსეთი მუშაობს აბსოლუტურად ყველგან დეზინფორმაციით და მისი ნარატივებით – მათი სამიზნეა ფართო საზოგადოება, ცალკე – პოლიტიკოსები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სხვადასხვა პარტია და ა.შ. ისინი აწარმოებენ მძლავრ ოპერაციებს, დებენ მილიარდობოთ ინვესტიციას ევროპის გასაყოფად, აშშ-ის დასაყოფად, მსოფლიოს დასაყოფად,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, უკრაინის დელეგაცია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით კანადაში ვიზიტით ჩავიდა აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ. კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა